თურქეთის ელჩი დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავებაზე - საკითხი არის სამართალდამცველების და სასამართლოს გადასაწყვეტი

დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც გუმრუქჩუმ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის არის დიპლომატი და განცხადებებს აკეთებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, დაკავება კი სამართალდამცველების და სასამართლოს საქმეა.

“მე ვარ დიპლომატი, მე ვაკეთებ განცხადებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და შემიძლია გესაუბროთ ასეთ საკითხებზე. მე შემიძლია ვისაუბრო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, არის სამართალდამცველების და სასამართლოს გადასაწყვეტი”, - განაცხადა ზექი ლევენ გუმრუქჩუმ.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერიორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს