„ნაციონალური მოძრაობა“ კახა ბუხრაძის გათავისუფლებაზე - ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში რეიტინგის ასამაღლებლად მიიღო

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას, აჭარაში ოპოზიციის წარომადგენლები გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში რეიტინგის ასამაღლებლად მიიღო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია აბულაძე, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, არაერთი ფაქტი კვლავ გამოუძიებელია. მისივე თქმით, კახა ბუხრაძის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება კი დაგვიანებული. „გადაწყვეტილება 11-12 მარტის მოვლენებს უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნა სამართლიანი იყო. ხელისუფლებამ კი ამაზე რეაგირება დააგვიანა, თუმცა უარყოფითი განწყობა, რაც არსებობდა რეგიონში საჭიროებდა რეაგირებას. დღემდე გამოუძიებელია, ის ფაქტები, კერძოდ საიდან გაჩნდნენ აქციაზე ნიღბიანი ადამიანები. ფიროსმანის ქუჩაზე მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიეს და ეს ფაქტიც კი გამოუძიებელია. მხოლოდ ბუხრაძის გათავისუფლება საკმარისი არ არის, რადგან ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რეაგირება ყველა იმ საკითხზე, რაც 11-12 მარტის მოვლენებს უკავშირდება“,- აცხადებს გია აბულაძე.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება საპატრულო პოლიციის როტაციის ფარგლებში მოხდა.

”საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილებები, რის საფუძველზეც აჭარის პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსად”, - განაცხადეს შსს-ში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ