თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა

თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო IOTA HOTEL TBILISI გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ცენტრში, ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო მიმზიდველი იქნება დედაქალაქის სტუმრებისთვის.

IOTA HOTEL TBILISI პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. 90 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ