რუხის სავაჭრო ცენტრში „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი გახსნა

რუხის სავაჭრო ცენტრში, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო ცენტრი „თეგეტას აკადემია“ გახსნა და არსებული ფილიალი გააფართოვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით და მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში.

”თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით (დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები. აქვე განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში მომუშავე თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

„თეგეტა მოტორსმა“ რუხის სავაჭრო ცენტრის ფილიალში 40-მდე ადგილობრივი დაასაქმა.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობით არის წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტის დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების თანამედროვე სისტემებით”, - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რამაც 15 მლნ ლარი შეადგინა. სავაჭრო ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მას შვილობილი კომპანია შპს „რუხის სავაჭრო ცენტრი“ მართავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა