„ბარბარიზმების ლექსიკონი“ ინტერნეტში განთავსდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ შექმნილი ბარბარიზმების ლექსიკონი ინტერნეტში განთავსდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, „ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონში“ 1000-ზე მეტი ბარბარიზმი შევიდა. მათ შორის, 200 ინგლისურენოვანი ბარბარიზმი, 600-ზე მეტი ტექნიკური დარგის რუსული წარმომავლობის ბარბარიზმი და ჩვენს ყოფაში დამკვიდრებული რუსულენოვანი საერთო ლექსიკის ბარბარიზმები. „ბარბარიზმების ონლაინ-ლექსიკონის“ მისამართია http://barbarisms.ge/.

„ლექსიკონში ბარბარიზმის მოძებნა შესაძლებელია სიტყვის საძიებო ველში ჩაწერით. ასევე შესაძლებელია მთლიანი ლექსიკონის დათვალიერება ველის ზემოთ განთავსებული ქართული ანბანის ასოების დახმარებით. ლექსიკონის გვერდებზე გადასვლა შესაძლებელია ძირითადი ველის ზემოთ და ქვემოთ განლაგებული გვერდების ნომრების გამოყენებით.

ბარბარიზმების ქართული შესატყვისების მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება გამოიხატება მოწონების და დაწუნების ღილაკებით. ასევე, შესაძლებელია, კომენტარის გამოგზავნა ან სიტყვის გაზიარება მომხმარებლის „ფეისბუქის“ გვერდზე“, - აცხადებენ თსუ-ში.

მათივე ინფორმაციით, ბარბარიზმების ლექსიკონისათვის დაიწერა სტატია „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება“, რომელშიც გაანალიზებულია როგორც თავად პრობლემა, ისე მისი გამომწვევი მიზეზები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება