ექიმთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საგაზაფხულო სესია 20-23 ივნისს გაიმართება

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2017 წლის საგაზაფხულო სესია 20-23 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოცდები ორ ნაკადად ჩატარდება, ელექტრონულ ფორმატში. თითოეული საგამოცდო ბილეთი შეიცავს 200 ტესტ-კითხვარს. გამოცდის ხანგრძლივობაა სამი საათი. დადებითად ჩაითვლება შედეგი, ტესტების 75,5 % და მეტი სწორი პასუხის შემთხვევაში.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება: თბილისში, კოსტავას ქ.N68/ბ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში.

2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე მაძიებელთა განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 24 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით. განაცხადი წარმოდგენილია 45 საექიმო სპეციალობაში. პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის N5 სხდომის გადაწყვეტილებით, გამოცდაზე დაშვებულია 748 მაძიებელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია