„ნარკოტიკების მომხმარებელთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ უერთდება კამპანიას - „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“

26 ივნისს ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს „ნარკოტიკების მომხმარებელთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ტრადიციულად უერთდება საერთაშორისო კამპანიას - „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“ (Support don’t punish), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობს.

„კამპანია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას და შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკები და კანონები, რათა ხელი შეეწყოს ადამიანების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პრევენციულ მომსახურებეზე.

2017 წლის 26 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, კახეთის გზატკეცილზე, „ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს“, გაიმართება საპროტესტო სოლიდარობის აქცია: მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად! Support don’t Punish!

არ დასაჯო! აქციით, გვინდა მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, წინ არ აღუდგეს მკვლელი ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რომლის მავნებლობა დიდი ხანია აშკარაა და საზოგადოებამ საკუთარ თავზე „იწვნია“. ჩვენ, სიფრთხილით ვეკიდებით და ვაფასებთ მოვლენებს, ვინაიდან ჩვენი ყველას უმთავრესი და აქციის გამართვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოცემულ დროში არის რეფორმის ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების და პროცესის მხარდაჭერა, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ჯანდაცვის კომიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში წარმართავს.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ რეპერების - Young Mic - მიშკა მგალობლიშვილს და Kay G - გიორგი ქებურიას დაკავებას პოლიციის მორიგ ყოველგვარ ზღვარგადასულ ქმედებად აფასებს და თანადგომას უცხადებს ბრალდებულებს.

აქციის ფარგლებში, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს, დაუყონებლივ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა რეპერების, ასევე გიორგი ადეიშვილის და ყველა სხვა ჩადების ფაქტების საქმეებზე სამართლიანობის დასადგენად!

აქციის მიმდინარეობისას სოლიდარობას გამოვუცხადებთ პატიმრებს და მოვითხოვთ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე გასამართლებულ მსჯავრდებულთა დაუყონებლივ გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებებიდან“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს