შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პირველი სესიის რეგისტრაცია 08:00 საათზე იწყება და აუცილებელია აბიტურიენტებმა თან იქონიონ ყველა საჭირო საბუთი და დაიცვან წესრიგი.

”წელს რაიმე გამორჩეული სიახლე არ გვაქვს. გამოცდები ტარდება კვლავ ნახევრად ელექტრონული ფორმით, როგორც წინა წელს.

08:00 საათზე დილით ველოდებით აბიტურიენტებს პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის.

მე მოვუწოდებ აბიტურიენტების მშობლებს და ვთხოვ მათ, რომ მაქსიმალურად მშვიდი გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს, რათა უკეთესად უპასუხონ კითხვებს. ასევე არ დაიგვიანონ აბიტურიენტებმა და თან იქონიონ პირადობის მოწმობა და მოსაწვევი”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.

სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს