ერთიან ეროვნულ გამოცდებში 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი მონაწილეობს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, მსჯავრდებულები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ ჩააბარებენ.

"მსჯავრდებული აბიტურიენტები ჯამში 18-ია. აქედან ერთი არის ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში, ხვალ ველოდებით მსჯავრდებულებს. აქედან ერთ-ერთი გოგონაა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!