ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%-მდე არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულიცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა.

”პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5. აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 - ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 13:15 საათზე დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს