დაბა კაზრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში კომპანია ,,არ-ემ-ჯი“-სთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, დეპუტატი გოგი მეშველიანი ადგილზე გაეცნენ.

,,დაბა კაზრეთში წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კომპანია ,,არემჯის" მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა განხორციელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაბის მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო, ჰაერის დაბინძურება წლების განმავლობაში აწუხებდათ. გარდა ამისა, წელსვე ხორციელდება კაზრეთიდან სოფელ ბალიჭთან დამაკავშირებელ გზაზე გარეგანათების ქსელის მონტაჟი, რომელიც აღიჭურვება ენერგოეფექტური ლედ ნათებებით", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

ამასთან ერთად, მიმდინარე წელს დაბა კაზრეთში საცხოვრებელი კორპუსების 68 ლიფტიდან 30 გარემონტდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი