სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი - დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში, კიდევ ერთხელ ცოცხლდება ისტორიული ბანას ტაძარი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ეპარქიის სახელით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ღვთისმშობლის ხატი, ხოლო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს წმინდა გიორგის ხატი გადასცა. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე ისტორიული ბანას ანალოგიური ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევაზე მისულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა, გულისთქმა მოდის თქვენს მიმართ, თქვენო უწმინდესობავ. მართლაც ისტორიული დღეა. ისტორიული საქმე, რომელიც თქვენ რამდენიმე წლის წინ დალოცეთ და აკურთხეთ. ჯერ კიდევ რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა ეს ეპარქია და მეუფე იობმა თქვენი კურთხევით ტაო-კლარჯეთში გააგზავნა წარმომადგენელები, სპეციალისტები და ზუსტი ზომები იქნა აღებული, რომ მართლაც ისტორიული საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავიანთი სულისკვეთებით დებდნენ, რომ რწმენა, სარწმუნოება და განათლება ყოფილიყო ქვეყნისთვის და ერისთვის უპირველესი. დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში, კიდევ ერთხელ ცოცხლდება ის ისტორიული ბანას ტაძარი, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ, დაკარგულ ტერიტორიად ითვლება, ტაო-კლარჯეთში მდებარეობს. უფალმა ინება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე, 2017 წლის 15 ივლისს მომხდარიყო მისივე მაქსიმალურად მიმსგავსებული ასლის აშენება ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა ეპისკოპოსმა სვიმეონმა.

მან მადლობა გადაუხადა ასევე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი