ჯონ მაკკეინი - მე დავბრუნდები

მე დავბრუნდები, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელსაც ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. სენატორის თქმით, ის სამსახურს დაუბრუნდება როგორც კი გამოჯანმრთელდება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Assoсiated Press-ს სენატორმა ლინდსი გრემმა განუცხადა.

„მე მომიწევს სახლში დარჩენა, მკურნალობის კურსის გავლა. მაგრამ მე დავბრუნდები“, - განუცხადა მაკკეინმა სენატორ გრემს ტელეფონით.

არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სენატორის ოფისმა გაავრცელა და დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია