არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები თბილისის მერს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური აქტივისტები თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავენ. მიმართვის ავტორების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, 2280 კვ.მ სარეკრეაციო ზონაში (რზ3), დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა.

„თქვენს წარმოებაში ამჟამად განიხილება 2002 წელს გაცემული პასპორტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანისა და შენობის გამოყენების ფუნქციად, „სასტუმროს“ დაფიქსირების ასევე დადგენილი კოეფიციენტების ცვლილების, კერძოდ კ2-ის 2.0 განსაზღვრის მოთხოვნა (იხილეთ განაცხადი # AR1498403). თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული საკითხი განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, („ზონალურმა საბჭომ“) რომელმაც გასცა დადებითი რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ საბჭოს რამდენიმე წევრმა საგანგაშოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების განადგურებას.

მერიის არქიტექტურის სამსახურისა და განსაკუთრებით თბილისის მერის მხრიდან სასტუმროს მშენებლობის მოთხოვნის ნებისმიერ სტადიაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება, მკაფიო განაცხადი იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნების წინააღმდეგ, შელახავს საჯარო ინტერესს და დაარღვევს საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების საფუძვლების შესახებ კანონით განმტკიცებულ სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ უარი ეთქვას განმცხადებელს, წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. არ გაიზარდოს ამ ტერიტორიის სამშენებლო პარამეტრები და უზრუნველყოფილი იქნას ტერიტორიის ეკოლოგიური რესურსების უცვლელად შენარჩუნება“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართას ხელს აწერენ „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“, „თბილისის არქიტექტურული ფორუმი“, „ტფილისის ჰამქარი“, „პარტიზანული მებაღეობა“, „თბილისი“, „მწვანე ალტერნატივა“, „იარე ფეხით“, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, თბილისის მერობის დამუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, მერაბ ქეჩხოშვილი, ერეკლე ურუშაძე, ლუკა ბაქრაძე და ლევან კალანდარიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს