ადვოკატი - ვიმედოვნებთ, 21-წლიანი დევნის შემდეგ იგორ გიორგაძე გამართლდება

უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ მის ხელთ არსებული მტიცებულებები წარადგინა. როგორც სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა განაცხადა, ამ და სხვა მტკიცებულებებით ასევე მოწმეთა ჩვენებებით იკვეთება, რომ 90-იან წლებში უშიშროების ყოფილ მინისტრს რამდენიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ასევე ბრალდება იგორ გიორგაძეს ედავება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის ორგანიზებას.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს იგორ გიორგაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. მისივე თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენება ასევე ვერ ადასტურებს გიორგაძის ბრალეულობას. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და 21-წლიანი დევნის შემდეგ იგორ გიორგაძე გამართლდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა უშიშროების ყოფილ მინისტრს ძველი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 67-ე, 78, 104-ე და სხვა მუხლებს ედავება. მომდევნო სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენით წარიმართება.

ბრალდების მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს წარადგენს დაცვის მხარე, ასევე დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ კი მხარეთა პაექრობა გაიმართება, რის შემდეგაც სასამართლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია