რუსი „პრანკერი“ ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილთან ვაიბერ მიმოწერაც ჰქონდა

გიორგი კვირიკაშვილის პირველი საუბარი პეტრო პოროშენკოსთან, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, წლის დასაწყისში დავოსში შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ”რუსთავი 2” რუს პრანკერთან ვაიბერ- მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, რუსი პრანკერი ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილისგან ვაიბერ შეტყობინება მიიღო. სატელეფონო გზავნილში მღებრიშვილი ხსნის, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დაკავება და მისი გმირად გადაქცევა არაფერში სჭირდება.

”გიორგი კვირიკაშვილის პირველი საუბარი პეტრო პოროშენკოსთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე წლის დასაწყისში დავოსში შედგა. ჯერ კიდევ მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გვჭირდებაო. ვიზიტის დროს პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ საქართველო არ აპირებს სააკაშვილის წაყვანას, ის არ ჩამოართმევს მოქალაქეობას, რადგან არ სურს გმირად აქციოს. გიორგი კვირიკაშვილმა კი უთხრა, რომ პროკურორები ყოველდღიურად კავშირზე არიან და საშუალება უნდა მიეცეთ იმუშაონ. გიორგი კვირიკაშვილს გაუკვირდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს”, - ნათქვამია ვაიბერ შეტყობინებაში, რომელიც ალექსეი სტოლიანოვმა, მეტსახელად "ლექსუსმა" გაასაჯაროვა.

Страна.ua-მ გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა