ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბორჯომში განხორციელებული სამუშაოების დროს, ბელარუსის ვერტმფრენმა 975 ტონა წყალი ჩამოასხა

ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენის Ми-26-ის ეკიპაჟმა დღეს დილით ბორჯომი დატოვა და ქუთაისის აეროპორტისკენ გაემართა, საიდანაც ბელარუსში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში

„გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებული იყო და სხვა ქვეყნის მაშველები თავიანთი მუდმივი დისლოცირების ადგილებს უბრუნდებიან. ბორჯომში განხორციელებული სამუშაოების დროს ბელარუსის მხარემ 975 ტონა წყალი ჩამოასხა ხანძრის ადგილზე. საქართველოს ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის რესპუბლიკას იმ დახმარებისთვის, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციისას იყო გაწეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს