„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი ხვალ გამოვლინდება

”ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი ხვალ, კინოსახლის განახლებულ დარბაზში გამოვლინდება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.

ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 2 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დაასრულა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ 4 განაცხადი შევიდა. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); „მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი); „საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე) და „ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე).

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება. ესენი არიან: კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი, კოტე ჯანდიერი - სცენარისტი, ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი, ია სუხიტაშვილი - მსახიობი, არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი, გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი, ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე და ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე