„ნაციონალური მოძრაობა“ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს

”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს. საკითხი ეხება ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის თხოვნით მიმართვას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ არანაირი პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისთვის არ გაგზავნილა.

”დღეს უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ეს ნამდვილად მოხდა. არაფორმალური მმართველობის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, რუსეთთან კომუნიკაციაც იყო სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილს არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა და ამდენად პარლამენტში ვერ დავიბარებთ და ვერ მოთხოვთ პასუხს. ამიტომ, დღეს ვალდებულები ვართ, რომ დავსვათ მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველომ, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას იქამდე, ვიდრე არ იყო ამოწურული სხვა შესაძლებლობლები. ამიტომ, შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გამოცხადნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში”, - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი.

ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას.

ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.

საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ”, - აცხადებენ სამინისტროში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო