საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის დახმარების საკითხზე მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდეს.

თუმცა, როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საჭირო იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა აუცილებლად შედგება.

ამასთან, მისი თქმით, ყველაფერზე ადეკვატური შეფასება ჰგონია ის, რომ მთავარი ამოცანა კატასტროფის თავიდან აცილება იყო. ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის დროს თბილისმა დახმარებისთვის მიმართა ყველას, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

“როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფორმატები. ეს არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ასევე საქართველოს მხარემ მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა დეტალური განმარტება. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება, როგორც იცით, დღის წესრიგში აღარ დადგა. რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული, ოპერატიული, ეფექტური მუშაობის შედეგად კატასტროფა თავიდან ავიცილეთ”, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კითხვაზე, თუკი აბაშიძესა და კარასინს შორის საუბარი შედგა, რატომ დაუმალა ხელისუფლებამ ეს ფაქტი მოსახლეობას, სოფიო ქაცარავამ განმარტა, რომ “არავის არაფერი დაუმალავს და ამაზე ზურაბ აბაშიძემ დეტალური განმარტება გააკეთა”.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო, მთავრობის შესაბამის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს