ირაკლი პეტრიაშვილი - დავით ოქიტაშვილი არის ხელისუფლების "პეშკა"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას და კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს პასუხობს.

ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირების წინააღმდეგ „სახელისუფლო მანქანა ამუშავდა“.

„პროფკავშირების მონაპოვარი დამოუკიდებლობაა ყველა პოლიტიკური ძალისგან და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ. ვიღებთ ხელისუფლების გამოწვევას.

ეკა ბესელია ერთ ერთი მექანიზმია იმ სახელისუფლო მანქანის, რომელიც ჩართულია პროფკავშირების წინააღმდეგ ბრძოლაში - მისი დაპყრობის სურვილით. თუ ამ ხნის მანძილზე ბესელიას არ ჰქონია ასეთი აზრი და ასეთი განცხადებების კეთების სურვილი, ახლა ის საერთო შეთანხმების მსხვერპლია, რომელიც აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. რაში დაინახა ჩემი „ნაციონალობა“? იქნებ დაასაბუთოს.

რაც შეეხება დავით ოქიტაშვილს, ის არის ხელისუფლების "პეშკა" და მისი გამოყენებით სურთ პროფკავშირების თავმჯდომარის ადგილი სხვას დააკავებინონ, რათა ჰყავდეთ მართული პროფკავშირი, რათა არავინ ამოიღოს ხმა დახოცილ მეშახტეებზე, უფლებაშელახულ რკინიგზელებზე, უსამართლო პენსიაზე, წარმოუდგენლად მინიმალურ ხელფასზე, ქალთა უფლებებზე, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა, ზეგანაკვეთურ შრომაზე და სხვა. როგორც ჩანს ყელში გავეჩხირეთ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რაც შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, მან დღეს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის