საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - მნიშვნელოვანი დაზიანებების არარსებობის მიუხედავად, ფიტარეთის მონასტერს წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმოებულ სამუშაოებს არქიტექტურული ნაგებობებისთვის ახალი დაზიანებები არ მიუყენებიათ, არქეოლოგიურ ფენებზე კი უმნიშვნელო ზეგავლენა იქონია, - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

’’საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის არქიტექტორ-რესტავრატორებისა და არქეოლოგების ჯგუფმა 29 აგვისტოს ადგილზე შეისწავლა მონასტრის გალავნის დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ტერიტორია. არქეოლოგის ზედამხედველობის გარეშე, მძიმე ტექნიკის მეშვეობით უნებართვოდ მოსწორებული მიწის ზედა ფენის მოხსნის შედეგად, სპეციალისტებმა გამოავლინეს ნატეხი ქვით ნაგები სამეურნეო ორმოს (ე.წ. ხაროს) დაზიანებული ზედა ნაწილი, რომლის გადახურვის ქვებიც ადგილზევე დაფიქსირდა. დაზიანების მსუბუქი სიმძიმის მიუხედავად, სააგენტოს საპეციალისტები სამომავლოდ სავალდებულოდ მიიჩნევენ აღნიშნული არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერულ შესწავლას. ახალი დაზიანებების კვალი არ ეტყობა არც მონასტრის კედლებს და არც მის გალავანს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულ გოდოლს, სადაც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენები იკვეთება. გოდოლის ქვედა, შედარებით ადრეულ ნაწილში არსებობს ძველი ბზარი, რაც არსებული ფოტო მასალითაც დასტურდება.

ფიტარეთის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობებზე ახალი, მნიშვნელოვანი დაზიანებების არარსებობის მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება ფიტარეთის მონასტერს უკვე მისცა. უნებართვო ქმედებების განმეორების შემთხვევაში კი, სააგენტო არსებული ნორმების უგულვებელყოფის ფაქტს მკაცრ რეაგირებას მისცემს.

ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მიესალმება სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში „საყდრისის კომიტეტის“ წევრების მიერ გამოვლენილ პოზიციას, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შემდგომი მოვლა-პატრონობისკენაა მიმართული’’, - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ