ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია გამოკითხვაზე იმყოფება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია გამოკითხვაზე იმყოფება. ”კორტების საქმის” მოწმეზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ნინო ხვიტია მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც ხვიტიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოძიებას წარუდგენს იმ ჩანაწერებს, სადაც მოწმე პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და ცრუ ჩვენების მიცემაზე საუბრობს.

"ვაპირებ, გამოძიებას ვუთხრა ყველაფერი. დასამალი არაფერი მაქვს. რაც ჩემგან იქნება თქმული, ყველაფერი სიმართლეა. ჩემი ოჯახი ტერორის ქვეშაა. უსინდისობაა ის, რასაც მე მაბრალებენ, რომ თითქოს იდაყვის ქვეშ 30 ათასი დოლარი მედო. იქიდან რომ გამოვალ, ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან სავარაუდოდ გაუთქმელობის პირობას ჩამომართმევენ. ყველანაირი დოკუმენტები გადავეცით ვისაც საჭიროა იმათ", - განაცხადა ნინო ხვიტიამ და აქვე დასძინა, რომ მოწმე ბევრ ისეთ საკითხზე საუბრობს, რაც არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახის ინფორმაციით, მათთან საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მსჯავრდებულები დანაშაულში ამხილა.

თავის მხრივ მოწმე კობა გოგატიშვილი რაიმე სახის ზეწოლას პროკურატურის მხრიდან კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ზეწოლას მასზე ფირცხალავას ოჯახი ახორციელებდა. გოგატიშვილის ინფორმაციით ფირცხალავას ცოლი ნინო ხვიტია მას ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ 30 ათასი დოლარს და ქვეყნიდან გასვლაში დახმარებას დაპირდა. მოწმის ინფორმაციით, მას სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, თუკი ის ჩვენებას არ შეცვლიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს