ირაკლი ფირცხალავას მეუღლე - პროკურატურაში არ მივალ მიუხედავად იმისა, რომ დამპირდნენ, არავითარი ზეწოლა არ იქნებაო

მაგისტრ მოსამართლესთან ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ცოლის ნინო ხვიტიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ ხვიტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას  ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმე, კობა გოგატიშვილთან დაკავშირებული დეტალი აინტერესებდა. მისივე თქმით, კითხვები ძირითადად გოგატიშვილთან შეხვედრის ინიციატივასა და იმას შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა მას ან მისი ოჯახის წევრებს რაიმე სახის კომუნიკაცია მოწმესთან აქამდე.

"დეტალურად ჩაეძიენ ყველაფერს. ვუთხარი, რომ ყველაფერს ვერ მოვყვებოდი, რადგან შეიძლება ვერ დამემახსოვრა. 8 თებერვალს შესულ საჩივარზე მისვამდნენ კითხვებს ძირითადად, რომელიც მოწმემ შეიტანა პროკურატურაში. მე ვუპასუხე, რომ ბუნებაში არ არსებობს კობა გოგატიშვილთან, ჩემი ან ვინმე სხვა პირის მეშვეობით, კომუნიკაციის დამყარების ფაქტი. მეკითხებოდნენ 2017 წლის იანვრიდან დღემდე თუ ყოფილა გოგატიშვილთან კომუნიკაცია, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ არ ყოფილა. ამ საკითხზე არც არასდროს დავუბარებივარ პროკურატურას აქამდე", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, გამოძიებას ასევე აინტერესებდა, თუ ვისგან მოდიოდა შეხვედრის ინიციატივა და ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებით შეხვედრას. ნინო ხვიტიას თქმით, გამოძიებას გადასცა გოგატიშვილთან საუბრის ამსახველი ჩანაწერი, რისი მოსმენის შემდეგაც ხვიტიას თქმით, პროკურორები გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ.

"მოუსმენენ ახლა ამ ჩანაწერებს და მერე კიდევ კითხვები გაგვიჩნდებაო და კიდევ შეგაწუხებთო. მაინც მხოლოდ სასამართლოს წესით მექნება შეხვედრა პროკურორებთან. პროკურატურაში არ მივალ მიუხედავად იმისა, რომ დამპირდნენ არავითარი ზეწოლა არ იქნებაო", - განაცხადა ხვიტიამ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახის ინფორმაციით, მათთან საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის მოადგილის, მამუკა ვასაძის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მსჯავრდებულები დანაშაულში ამხილა.

თავის მხრივ მოწმე კობა გოგატიშვილი რაიმე სახის ზეწოლას პროკურატურის მხრიდან კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ზეწოლას მასზე ფირცხალავას ოჯახი ახორციელებდა. გოგატიშვილის ინფორმაციით, ფირცხალავას ცოლმა ნინო ხვიტიამ მას ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი და ქვეყნიდან გასვლაში დახმარება დაპირდა. მოწმის ინფორმაციით, მას სისცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, თუკი ის ჩვენებას არ შეცვლიდა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს