15 სექტემბერს, 16:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება.
მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #7
15 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15 სექტემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
15 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი მიხაელ კვანტე ლექციას წაიკითხავს.
თემა: რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32
15 სექტემბერს, 18:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში მოეწობა საუბრები ხელოვანებთან "Of Black Box Recorder, Karaoke, National Anthem and Blurred Lines".
მის.: ზანდუკელის ქ.#16, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი
საკონტაქტო ტელ.: მზეხა მახარაძე 593 59 28 72; ლაშა ხვედელიძე 595 55 88 57
15 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს ჰოლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის გამზ. # 61
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914