„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალი პროექტი, „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნება და საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება.

„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია. შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ხანძარსაწინააღმდეგო რაზმი, რომელიც ზემოთხსენებული სისტემების 24-საათიან გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. შენობის მეტი უსაფრთხოებისათვის ჰუალინგ ჯგუფმა თავად შექმნა წყალმომარაგების ორი არხი. პლაზის ორივე მხარეს განლაგებულია 15 ჰიდრანტის ჭა, საიდანაც მუდმივად ხდება წყლის მოწოდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია სახანძრო უსაფრთხოებისათვის. ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა პირველი მსხვილი საერთო სავაჭრო ობიექტია, რომელიც აგებულია სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის 370-ე დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ და მისი ნორმების სრული გათვალისწინებით.

„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნება და საქართველოში და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრი გახდება. თბილისის ზღვის პლაზაში, რომლის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია, განთავსებულია 400-მდე მაღაზია საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა