ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალი ოლეგ დოევსა და ფარიდ გურბანოვს ედებათ. მათ საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვთ და ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. გამოძიება დოევსა და გურბანოვს ბიზნესმენის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად სასამართლო განხილვები დღემდე გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს