არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება 15 ოქტომბრამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge უნდა გააგზავნონ.

მათივე ინფორმაციით, კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადდა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188?active=1

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია