ბათუმში, მშენებარე კორპუსის მესამე სართულზე ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ბათუმში კომპანია "ალიანს პალასის" მშენებლობაზე მესამე სართული ჩამოინგრა. დაშავებული ხუთი პირი ბათუმის სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, მათ ძირითადად სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.