17 წლის გოგონა, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს

17 წლის ხატია თვაური, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს.

გოგონას კომიდან გამოყვანა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე მან მხოლოდ თვალის გახელა შეძლო. ხატიას დედის ინფორმაციით, გოგონას ხელის მტევნებზე რეფლექსური რეაქციებიც დაუბრუნდა, თუმცა საუბარზე არ რეაგირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეო სიდამონიძემ განუცხადა, ხატიას გამოსაჯანმრთელებლად მისი საზღვარგარეთ წაყვანა აუცილებელია, რადგან საქართველოში არ ტარდება ის ოპერაციები, რომლებსაც საჭიროებს.

„ხატიას გადასაფრენად სპეცთვითმფრინავია საჭირო, რომელიც საქართველოში არ არსებობს და თურქეთიდან უნდა გამოვითხოვოთ. ეს 29 ათასი ევრო ჯდება. თავად საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდეს, ბევრად ძვირია - 250 ათასი ევრო. ამას მკურნალობის ხარჯებიც ემატება,“ - განაცხადა თეო სიდამონიძემ.

თავად ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც გოგონას ცვირის ოპერაცია გაუკეთდა და სადაც ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში წევს, მის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა. ოჯახი დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება.

„სამინისტროს საავადმყოფოდან კალკულაცია და ექსპერტების ცნობები სჭირდება და იმის მიხედვით თანხის ნაწილით დაგვაფინანსებენ. „ფეისბუქზეც“ დავდე თხოვნა, ახლობლებიც მეხმარებიან, ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით. მე თვითონაც სახლში რაც მაქვს, ვცდილობ ყველაფერი მოვაგროვო,“ - აღნიშნავს თეო სიდამონიძე.

ხატია თვაურს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 7 სექტემბერს პლასტიკურმა ქირურგმა ზაქარია ოდიშვილმა გაუკეთა. ოპერაციის შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და მას შემდეგ კომაშია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია