თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით იცვლება

თბილისობის დღესასწაულის გამო, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი დროებით შეიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ