სახალხო დამცველი - რელიგიური უმცირესობები საქართველოში დაბრკოლებებს კვლავ აწყდებიან

რელიგიური უმცირესობები საქართველოში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის "დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ" სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა, ძირითადად, მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები გამოავლინა.

"განხილული საქმეებიდან ირკვევა, რომ საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში, ზოგადი განათლების უფლების რეალიზაციის დროს ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის შეზღუდვებს, სასკოლო განათლების პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების შემთხვევებს", - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოხვდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტი, რა დროსაც, სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჩარიცხვის პირობად ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ასევე, ანგარიშში საუბარია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის სკოლის მუსლიმი მოსწავლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე.

ანგარიშის ცალკე თავი ეთმობა მუსლიმების მიერ საზღვრის კვეთას.

სახალხო დამცველის შეფასებით, "მუსლიმი პირების დაყოვნება საზღვრის კვეთისას, რელიგიური ატრიბუტიკისა და ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები ემსახურება მათი რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე."

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე შეისწავლა. გამოიცა 11 რეკომენდაცია, 11 ზოგადი წინადადება, წარადგინა 4 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. წარმოება შეწყდა 99 საქმეზე. საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი ეხება განსხვავებული მოსაზრების (12%), სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (11%), რელიგიის (10%), პოლიტიკური შეხედულებების (9%) საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ