”ქართული ოცნება - დემორატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი რუსთავის #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ირაკლი ტაბაღუა საარჩევნო უბანზე ოჯახთან და შვილებთან ერთად მივიდა.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა მისცა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ქალაქის მზრუნველობაზე და განვითარებაზე.
,,მე ხმა მივეცი, იმ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ქალაქის მზრუნველობაზე, ქალაქის განვითარებაზე და იმ სიკეთებეზე, რომელიც რუსთავისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერობისათვის კენჭს 11 კანდიდატი იყრის: საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” - ნინო იმედაშვილი; „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” - ჯაბა დუგლაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- ზურაბი მაისურაძე; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - გელა ნაკაშიძე; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - ქეთო დევსურაშვილი; „ტრადიციონალისტები”- მზია მამულაშვილი; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ნანი წკრიალაშვილი; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” - გოჩა ომაიძე;„ზვიადის გზა უფლის სახელით [სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე]”- ელგუჯა ქოჩიაშვილი; საარჩევნო ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება” ანნა კეკენაძე; „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”- ირაკლი ტაბაღუა.