ედპ-ს მტკიცებით, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში ადგილი აქვს ე.წ. სომხური კარუსელის მცდელობას

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" მტკიცებით, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში ადგილი აქვს ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალების მცდელობას.

პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს ვიდეო მასალები წარუდგინა, რომლითაც, მისი თქმით, ასევე დასტურდება, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მოქალაქის პირად ინფორმაციას იწერს.

"ადამიანები, ვისაც არ აქვს უფლება, მიდის კომისიის წევრთან და იწერენ მოქალაქეთა პირად ინფორმაციას. ამ დარღვევას უბნებზე ყველაზე მასობრივი ხასიათი აქვს. ასევე ადგილი აქვს ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალებას. მონაცემები გვაქვს უბნებიდან, რომ მიჰყავთ ამომრჩევლები, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ მარკირება, ან საერთოდ არ ატარებენ ამ პროცედურას. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა უბნის შესასვლელში მოქალაქეებს ახვედრებენ ცარიელ კონვერტებს, რომ შემდეგ ამომრჩეველმა შეძლოს ცარიელი ბიულეტინის გატანა გარეთ", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეები ცდილობენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს დაატოვებინონ უბანი.

ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოქალაქემ ხმა საბუთის გარეშე მისცა.

ოპოზიციის წარმომადგენელი მოსახლეობას არჩვენბში აქტივობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს