ევგენი ხარაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ევგენი ხარაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი სრულდება.

„ევგენი ხარაძე აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას დაარსების დღიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა და განვითარდა ობსერვატორია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო ასტრონომიულ ცოდნაში. ევგენი ხარაძემ საფუძველი დაუდო ასტრონომიულ განათლებას საქართველოში“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს თავიანთი კვლევების შესახებ, ისაუბრებენ მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მოეწყობა ფოტოსურათების გამოფენა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე