არჩილ თალაკვაძე - ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო

ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რითაც კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები. გარწმუნებთ, ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლა შესთავაზა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზება იყო, თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტი დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი თანამდებობრივ ცვლილებას არ დათანხმდება.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია