ადვოკატის ინფორმაციით, „ქართული მარშის“ წევრები - ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ადვოკატის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებული 6-ვე პირი ნაცემია. როგორც დაკავებულების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებულებიდან ორი, ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ჭელიძე ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.

ადვოკატის თქმით, სასამართლო მათ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ყველა დაზიანება შესაბამის ოქმებშია დაფიქსირებული.

"ყველა ნაცემია, ყველას აღენიშნება დაზიანება, თუმცა ლადო სადღობელაშვილს და გიორგი ჭელიძეს განსაკუთრებით. ეს დაზიანებები დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას. ლადო სადღობელაშვილი პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, გიორგი ჭელიძე კი იზოლატორიდან გადაიყვანეს ჰოსპიტალში. კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

საპატრულო პოლიციამ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია