”საქართველოს ბანკმა” Secret Santa 2018-სთვის მზადება დაიწყო

”საქართველოს ბანკმა” ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლათფორმა - www.business.secretsanta.ge შექმნა. ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული პლათფორმა საყოველთაო Sceret Santa 2018-ის (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. Sceret Santa 2018-ი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს საახალწლოდ Secret Santa 2018-ის რაც შეიძლება მეტ მონაწილეს ქართული პროდუქცია გააცნოს.

როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, ყველას ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს და დარეგისტრირდეს პლათფორმაზე www.business.secretsanta.ge, ჩაერთოს Secret Santa 2018-ის სახელოსნოში და შეთავაზოს საქართველოს იდუმალ სანტებს საახალწლო საჩუქრები.

”აღსანიშნავია, რომ საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც შარშან, პროექტში მონაწილე ადამიანებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები გაუგზავნეს და თავადაც მიიღეს. წელს იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. Secret Santa 2018-ი 1-ელ დეკემბერს დაიწყება და შარშანდელთან შედარებით პროექტის ფარგლებში 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება”, - ნათქვამია ”საქართველოს ბანკის” განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა