გიორგი გახარია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშში, 190 ქვეყანას შორის, საქართველომ მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატისთვის.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელიც კომპლექსურად აფასებს 10 სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმის შესაბამისად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და შესაბამისად აკეთება დასკვნებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის დაწყება - მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება - მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი). ამასთან, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა. გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება - 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით), მშენებლობის ნებართვის მიღება - 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით), ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება - 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით), მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა - 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით), გადასახადების გადახდა - 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით), გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა - 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით).

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა