ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, რის შემდეგაც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სადღობელაშვილი ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ფეხბურთის ფედერაციასთან გუშინ გამართული აქციისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს.

სადღობელაშვლი მისი დაკავების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიცია არამარტო მას, არამედ "ქართული მარშის" სხვა აქტივისტებსაც უმოწყალოდ გაუსწორდა. ის შს მინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

"პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. შს მინისტრის, მღებრიშვილის დავალებით მოხდა გუშინ ჩვენი დარბევა. გიორგი ჭელიძე არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს ტვინის მსუბუქი შერყევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუშინ ვიხილეთ ის, რატომაც ვებრძოდით მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას". გუშინ პოლიცია მოიქცა ასე, გაუსწორდა ფეხბურთის გულშემატკივრებს. წამაქციეს და შემდგნენ ფეხებით", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ე.წ. პეტარდები ისროლეს.

"დაახლოებით 300-მა ადამიანმა ისროლა შუშხუნები ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით და მხოლოდ 7 კაცი ვართ დაკავებული. ჩვენი დაკავების სხვა მიზეზია. ვინც ცოტა ნეგატიურად ვიყავით განწყობილები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება მოხდა გუშინ. კობიაშვილმა მოიხმო შსს იმის გამო, რომ არ ესიამოვნა ის ფაქტი, რაც ეროვნული ნაკრების ყოველ თამაშზე ხდება. თამაშებზე ანთებენ შუშხუნებს, აფეთქებენ ამ ე.წ. პეტარდებს და ამის გამო ვინმეს აკავებენ? კობიაშვილს არ ესიამოვნა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ გურამ კაშიას და ფეხბურთის ფედერაციის ლგბტ პროპაგანდა", - აღნიშნა სადღობელაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან