გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოების ვერ მოხვედრის გამო გაკვირვება გამოთქვა.

მისი თქმით, ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში. საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში იყო უმნოშვნელოვანესი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ისტორია არის ისტორია",- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის მოედანზე დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს