ოზურგეთში კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, შეძახილებით ”არ დავუშვებთ გაყალბებას”

ოზურგეთში საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, შეძახილებით ”არ დავუშვებთ გაყალბებას”.

მსვლელობაში მონაწილეობს თავად მერობის კანდიდატი შარაშენიძე, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა ხმების ობიექტურად დათვლა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიორიძე გახდეს ქალაქის მერი, თუმცა არ დაუშვებენ მის გამარჯვებას და იქამდე იქნებიან შეკრებილი საარჩევნო კომისიის შენობასთან, ვიდრე ხმების საბოლოო დათვლა არ მოხდება.

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და პარალელურად ოლქში ოქმების ჩაბარება მიმდინარეობს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს