წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში კონსტანტინე შარაშენიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატს 79 ხმით აჯობა

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა.

62-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ამ დროისთვის მხოლოდ 61 უბნის მონაცემებია ატვირთული და არ არის ატვირთული სოფელ ნასაკირალში არსებული #59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც „ქართული ოცნება“ ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე ბეგლარ სიორიძეს 280 ხმა აქვს მიღებული, კონსტანტინე შარაშენიძეს კი - 394.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება