წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში გიორგი ჭიღვარიამ 87, 55% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 12,45%

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 87, 55% მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 12,45%.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ არჩევანი 23 569 ამომრჩეველმა დააფიქსირა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის - 3 307-მა.

არჩევნების მეორე ტურზე 15 231 ქალი ამომრჩეველი მივიდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც განიხილავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება