„ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრის განცხადებით, მეორე ტურის შედეგებით, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი დგება დღის წესრიგში

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიგა შუშანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი დგება დღის წესრიგში.

„ამომრჩევლთა 82% უნდობლობას რომ გიცხადებს და არ მოდის არჩევნებზე, ამავდროულად იძულებით მიყვანილი ადამიანებიდან 3 000 იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი ბუნებრივად დგება დღის წესრიგში", - აცხადებს გიგა შუშანია. მისი განცხადებით, ”ასეთი ცარიელი უბნები 2000 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩეველის 18 პროცენტამდე მივიდა, საიდანაც ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, 12,45%-მა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს