ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს

ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნოს. როგორც “ინტერპრესნიუსს” პარლამენეტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, განიხილება დოლიძის შვეიცარიაში ელჩად დანიშვნის საკითხი.

სავარაუდოდ საუბარია ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე, ვინაიდან უშუალოდ შვეიცარიის კონფედერაციაში (რეზიდენციით ბერნში) ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დავით ჯალაღანია დაინიშნა.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროში გადადის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს