მარიამ ჯაში - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, თუ სად გააგრძელებს ის საქმიანობას.

მარიამ ჯაშმა ალექსანდრე ჯეჯელავას მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის. „მისი მინისტრობის პერიოდში ჩვენ ახალი სტანდარტი დავნერგეთ განათლების კომიტეტისა და სამინისტროს ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის. მიუხედავად იმისა, რომ სულ 1 წელი გახლდათ ბატონი სანდრო ამ პოზიციაზე, მის სახელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა უკავშირდება. წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში“, - განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება ჯეჯელავას სამომავლო საქმიანობას, მარიამ ჯაშის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, „ბატონი სანდრო უბრუნდება პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს, რომელშიც წლების მანძილზე იყო ძალიან წარმატებული“.

რაც შეეხება პრემიერის შეთავაზებას, ალექსანდრე ჯეჯელავასთვის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც პრემიერის, ასევე ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან. „დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან წარმატებული შემდგომი ეტაპები კარიერაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო