არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს

არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება.

არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც დადებითად აფასებენ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს.

„დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს, რომლის შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. აღნიშნული ცვლილებების დაწყება და სწორი განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდას.

ვფიქრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური სისტემური რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი გახადა მუდმივი რეფორმირებისა და განახლების პროცესი და შექმნა საქმიანი საზოგადოებისათვის სერვისების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის წინაპირობები.

პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა კი, ჩვენი აზრით, უფრო მეტად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტურად და მოკლე ვადებში იმპლემენტაციას.

ამასთან, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ მამუკა ბახტაძეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ : „დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს ბანკების ასოციაცია“, „საქართველოს მიკრო საფინანსო ასოციაცია“, „მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია“, „ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „საქართვლოს ფერმერთა ასოციაცია

მწარმოებელთა ფედერაცია“, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“, „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია“, „მეცხვარეთა ასოციაცია“, „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია“ და „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო