დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა შეშით მომარაგდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ საქართველოს 9 რეგიონში სათბობი შეშით მომარაგების პროცესი დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულმა სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა 28 000 კუბამეტრი საშეშე მერქნით მომარაგდა.

უწყების ინფორმაციით, ინიციატივა, რომელიც ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაიწყო, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ხელშემწყობი კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. მომდევნო წლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების გარდა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მოამარაგებს საშეშე მერქნით.

სააგენტო ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებისა და ქვეყანაში ალტერნატიული სათბობი რესურსის დანერგვის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც მუშაობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს