ადვოკატი - სასტუმრო "ლეოგრანდს" ორი კიბე აქვს, უსაფრთხოების სტანდარტებთან მათ შესაბამისობას კი ექსპერტიზა დაადგენს

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ "ლეოგრანდის" იურისტი კახა წერეთელი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების შეკითხვები ძირითადად უსაფრთხოების ნორმებს შეეხებოდა.

"კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა სასტუმროში ხანძრის დროს. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები. სასტუმროში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერიოდულად ტრენინგები ტარდებოდა. ჩვენ ვამზადებთ საბუთებს. დაინტერესებული ვარ, რომ გამოძიება სრულად მოხდეს. სასტუმროს აქვს ორი კიბე. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ექსპერტიზა გაარკვევს. სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერდება მანამ, სანამ მიზეზები არ იქნება დადგენილი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, კომპანიის მხრიდან სრული მატერიალურ და მორალური მხრივ მზადყოფნაა, თუმცა, ვერავის სიცოცხლეს ვერ დავუბრუნებთ", - განაცხადა კახა წერეთელმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს